ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ რეზოლუციის პროექტის
ტექსტზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ
სახელმწიფო აღიარებას ითვალისწინებს.
„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკების
შემდეგ, ტექსტზე შეთანხმებას მიაღწიეს“, - წერს ევროპარლამენტის წევრი
ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“.
მისი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტის მთავარი პუნქტი
აღნიშნულია:
„ევროპარლამენტი აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და
სახელმწიფოდ, რომელიც იყენებს ტერორისტულ საშუალებებს“, - წერს
კუბილიუსი.
ევროპარლამენტის მომდევნო სხდომა სტრასბურგში 21-24 ნოემბერს
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები