პოლიტიკა
კანდიდატის სტატუსის მისაღებად რა პირობებს უყენებს ევროკომისია საქართველოს
FaceBook

ევროკომისია კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12 რეკომენდაციას აძლევს.


ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დენ ლაიენის თქმით, მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული, თუ როდის გადადგამს სამომავლო ნაბიჯს და როდის მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ნახეთ ევროკომისიის პირობების სრული  ჩამონათვალი  საქართველოს: 

- 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;

-  ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირების გარანტია, მათი დამოუკიდებლობისა, ეფექტიანი ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და OSCE/ODIHR-ის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.

-  სასამართლოს რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა; განსაკუთრებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროკურატურისა და ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირება; უნდა გამოსწორდეს ყველა ხარვეზი უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით, განსაკუთრებით მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნასთან დაკავშირებით. უნდა განხორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

- უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის დონე, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრ განხილვასთან დაკავშირებით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები უნდა აღიჭურვონ შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

- უნდა განხორციელდეს „დეოლიგარქიზაციის“ სტრატეგია - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა აღმოიფხვრას ზედმეტი გავლენა.

-  გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან რისკების დეტალური შეფასების საფუძველზე. მკაცრი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გარანტირებული იყოს გამჭვირვალობა და ზედამხედველობა აღსრულების სააგენტოების მიმართ.

-  გადადგას უფრო ძლიერი ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მათ შორის, კრიმინალური ბრალდებები მედიამმართველების მიმართ უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს ლეგალურ სტანდარტებს. ეფექტიანად უნდა იქნას გამოძიებული მუქარები ჟურნალისტების და მედიაპროფესიონალების მიმართ.

-  გადადგას მყისიერი ნაბიჯები, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. მათ შორის, გაძლიერდეს გამოძიებები ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.

- განამტკიცოს გენდერული თანასწორობა და ებრძოლოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.

- უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.

-  მიიღონ კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიურად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

-  ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ამ ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.