საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9
მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნვას სთავაზობს.
დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, არმაზ ახვლედიანმა, ხათუნა სამნიძემ,
გიორგი ვაშაძემ, ტარიელ ნაკაიძემ და პაატა მანჯგალაძემ "შრომის
კოდექსში" ცვლილებები მოამზადეს, რომელიც უქმე დღედ 8 მაისის
გამოცხადებას ითვალისწინებს.
"საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და
პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც
გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ
ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა
და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს
თარიღი 8 მაისს აღინიშნება", - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით
ბარათში.
"შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტში პარლამენტის ბიუროს 18
აპრილის სხდომაზე გავა.
მასალის გამოყენების პირობები