პოლიტიკა
"შტატები ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს"
FaceBook
შეერთებული შტატები ჯერ არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს, თუმცა, თეთრი სახლის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების მოცულობა და მასშტაბები უპრეცედენტოა"

ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

თეთრის სახლის კომუნიკაციების დირექტორის ქეით ბედინგფილდის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს.

"როდესაც პრეზიდენტი გადაწყვეტს რა გაუგზავნოს უკრაინას, ის ითვალისწინებს ორ პუნქტს: პირველი არის სამხედროების შეფასება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ხოლო მეორე არის ის, რომ ბაიდენი "არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს აშშ-სა და რუს სამხედროებს შორის" - თქვა ქეით ბედინგფილდმა.

"ის არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ კონფლიქტამდე მიგვიყვანს აშშ-სა და რუს სამხედროებს შორის. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ უკრაინას იმ გზებზე, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებზეც ამ მომენტში შემიძლია ვისაუბრო", - დასძინა ბედინგფილდმა.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც უკრაინულმა მხარემ უკრაინის უსაფრთხოების სასურველ გარანტორთა შორის დაასახელა. სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის დელეგაციამ თქვა, რომ უკრაინას სურს შეიქმნას ერთგვარი  ალიანსი, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოებას დაიცავს. ასეთ ქვეყნებად უკრაინამ დაასახელა აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი და ისრაელი.

24 მარტს, ბრიუსელში ნატოს სამიტზე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას გეგმავს და შეერთებული შტატები მზად არის უკრაინიდან 100 000 ლტოლვილი მიიღოს.

უკრაინაში ომის 36-ე დღეა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.