უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით 422 000 ადამიანი გადავიდა,
- ინფორმაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის პრესსპიკერი აცხადებს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისარიატი აღნიშნულ პირებს ლტოლვილებად მიიჩნევს.
მისივე ცნობით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში
ადამიანებს მატარებლებში შესვლას უკრძალავენ.
ამასთან, 100 000-ზე მეტი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია თავად
ქვეყნის შიგნით.
უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და
უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები,
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები