პოლიტიკა
უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის
FaceBook
უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში [ICJ] უჩივის.
ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს გაავრცელა.

„უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართა გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის მცდელობის გამო. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი უკვე მომავალ კვირას დაიწყება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ტვიტერში".

მისი შეფასებით, "რუსეთის კრიმინალური მოქმედებები უკრაინაში", გენოციდის ნიშნებს შეიცავს.

ჰააგის ტრიბუნალი გენოციდისა და ომში ჩადენილ დანაშაულებზეა სპეციალიზირებული.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ დღეებში მოკლულია 60-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საომარი მოქმედებებს კი ყველაზე ცოტა, 240 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.


amerikiskhma
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინოფრმაციით, 12-14 აპრილს, საქართველოში
შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
12:57 / 11.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინოფრმაციით, 12-14 აპრილს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე
მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.
17:15 / 10.04.2025
42 დღიანი პროტესტის შემდეგ, აქციის მონაწილე მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.