უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინასა და
რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს
განიხილავს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტ ალარ
კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო თხოვნა უკრაინასა და
რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
„პრესკონფერენციის შემდეგ განვიხილავ და ვიმუშავებ ამ საკითხზე და არა
მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ რუსეთის ფედერაციის ესკალაციის საპასუხო
ჩვენს ეფექტურ ნაბიჯებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული
დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის
საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ
ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან
ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ
სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ
შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის
ევაკუაცია დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები