საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას
მიმართავს.
აუდიომიმართვა თავად სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება და ის
იქამდეა ჩაწერილი, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო სააკაშვილს
დააკავებდა.
„მე შეიძლება დამაკაონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე
ვიბრძვით, ხვალ ვიკრიბებით ყველა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ
ქუჩაში და ვიგებთ ამ არჩევნებს“, - მიმართავს სააკაშვილი
მოსახლეობას.
ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მტკიცედაა და არაფრის ეშინია.
"არაფრის შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე. მიეცით ხმა და 3-ში
ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.
მე ვარ ძალიან მტკიცეთ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ.
სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ
შეგეშნდებათ", - აღნიშნავს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ერთი საათის წინ დააკავეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს
რომ ის 8 წლის შემდეგ ბათუმშია.
10 საათისთვის კი დადო ვიდეო, რომელიც მისი თქმით, ბათუმშია
გადაღებული. ამ ვიდეოში სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ
არჩევნებზე.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის
ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით
დაბრუნდება. თუმცა, მთავრობის წევრები მთელი დღის განმავლობაში
აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ
გადმოუკვეთავს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები