პოლიტიკა
ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურში, ,,ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს
FaceBook
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში ,,ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს მონაცემებით, ზაზა ლომინაძემ 91,92 პროცენტი მიიღო, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 8,08 პროცენტი.

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართა. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 92 პროცენტი აიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 8 პროცენტი.


ცესკოს შედეგების გამოცხადებამდე ქუთაისში, ,,ქართული ოცნების" შტაბში გამარჯვება წინასწარ ფოიერვერკით აღნიშნეს. 

,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. მათი პროტესტის  მიუხედავად,  საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად კანდიდატის სახელი და გვარი ბიულეტენში მაინც იყო შეტანილი.

ქუთაისში, მეორე ტურში 33 823 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 21,85 პროცენტია. აქ 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს ემსახურებოდა. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 620-მა პირმა გამოხატა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.