პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიის წევრი პოლიტიკური ნიშნით არ უცემიათ
FaceBook
"პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება" , - ასე შეაფასა  ანა ნაცვლიშვილმა  ქუთაისში 13 ოქტომბერს ,,ლელოს" წევრის ცემის ფაქტი.

პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მომხდარის დღეს მას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც მან ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. პარტიაში ჩატარებული შიდა გამოძიებით კი დაადგინეს, რომ ცემა პოლიტიკური მოტივს არ უკავშირდებოდა.

,,იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მომეწოდა იმ დროისთვის, იყო ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი ჩემთვის. დავბრუნდი მალევე ქუთაისში, ჩავატარეთ ჩვენი შიდა გამოძიება, ასევე სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და მინდა გითხრათ, რომ მოცემულ მომენტში ამ საქმეს პოლიტიკური მდგენელი არ აქვს. პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება. შესაბამისად, საქმე მიმდინარეობს მხოლოდ ცემის მუხლით. სამწუხაროდ, ცემას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ჩვენს ინტერესში არანაირად არ შედის ახალგაზრდა ადამიანის დასჯა, თუმცა ფაქტია, რომ მან ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება. მე ამ ხნის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია მის ოჯახთან და მაქვს არაერთი ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. ვემიჯნებით ძალადობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტები, მოტივის მიუხედავად, ჩვენს ქალაქში აღარ მოხდება,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სამართალდამცავებმა ქუთაისში პოლიტიკური პარტიის "ლელოს საქართველოსთვის" წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინციდენტი 13 ოქტომბერს მოხდა.

იმავე დღეს პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა მომხდარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა.


მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.