პოლიტიკა
კახა კალაძის რჩევა ქუთაისის მერობის კანდიდატს
FaceBook
თბილისის მერმა კახა კალაძემ  "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს წარდგენაზე რჩევა მისცა.

"როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა რამდენიმე რჩევა მივცე, რომელიც მას (იოსებ ხახალეიშვილს) გამოადგება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა უსმინო თანაქალაქელებს. ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება უცებ, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაციით და შეხვედრებით, საუბრით ადგილობრივ მოსახლეობასთან, შესაძლებლია  აუხსნა მათ რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს, რისი ხვალ,  რა არის პრობლემა და რის გაკეთებას ვერ ვახერხებთ დღეს. იყო მერი, არ არის პრივილეგია,  ეს არის ხალხის მსახურება", -  მიმართა კახა კალაძემ  ქუთაისის მერობის კანდიდატს.

პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ქუთაისის მაჟორიტარად საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და კლინიკა "ელჯის" მფლობელი ზაზა ლომინაძე წარადგინა.

კანდიდატების წარდგენას პრემიერთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ქუთაისში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომაგენლები დასწრნენ.

მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ისე დასრულდა, მთავრობის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.