პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ლელო
საქართველოსთვის" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად ანა ნაცვლიშვილი
ოფიციალურად წარადგინა.
პარტიის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, ანა ნაცვლიშვილი
ღირსეული უფლებადამცველია, რომელიც ლელოს სხვა გუნდის წევრებთან ერთად
გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ ნიჭიერი
ახალგაზრდები.
"იმერეთის ტური გვაქვს. ვიყავი თერჯოლაში,
ბაღდათში, არჩევნებიდან 100 დღის შემდეგ ჩვენ ისევ ჩამოვივლით
კარდაკარ. შემდეგ 300 დღის შემდეგ, რათა ამომრჩეველს ჩავაბაროთ
ანგარიში და დავამკვიდროთ ახალი სტანდარტი. ჩვენ გვყავს უამრავი
ნიჭიერი ადამიანი, რომლებმაც დატოვეს ქუთაისი და დატოვეს ჩვენი
ქვეყანა, ჩვენ გვყავს ქუთაისში ღირსეული კანდიდატი, ისევე როგორც სხვა
რეგიონებში და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დააბრუნონ ისენი
საქართველოში."
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა
ნაცვლიშვილი ქუთაისელებს ქალაქის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად
გადაქცევას დაჰპირდა.
"ლელოს" "მარშალის გეგმა" მთელ
საქართველოს ჰპირდება ეკონომიკური ნახტომის გაკეთებას. შევქმენით ორი
საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი. ეს არის საერთაშორისო საფონდო
ბირჟის აშენება და ქუთაისში უნდა დაბრუნდეს პოლიტიკური ცენტრი.
ქუთაისს მოტივაცია და განვითარების შანსები უნდა მიეცეს".
რაც შეეხება იმერეთში ლელოს სხვა კანდიდატებს: ზესტაფონის, თერჯოლის,
ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი -
ანა ბიბილაშვილი იქნება;
წყალტუბოში, ხონსა და ვანში - თორნიკე ართქმელაძე; ხოლო ჭიათურაში,
საჩხერესა და ხარაგაულის რაიონებში მაჟორიტარობისთვის ანი მიროტაძე
იბრძოლებს.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, 120/30 საარჩევნო
სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი
იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები