პოლიტიკა
ხარაგულის მერიამ ყოფილ დეპუტატს 74 ათასი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა
FaceBook
ხარაგაულში, საკრებულოს ყოფილ  დეპუტატს, მიხეილ გელაშვილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 38 ათას 657 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ შესყიდვებს  1 თვის განმავლობაში დამატებით 35,228 ლარის ხელშეკრულების გაფორმებმა მოჰყვა. 

,,საკრებულოს ყოფილი წევრი (ქართული ოცნებიდან) 2020 წლის 16 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში როგორც ინდ.მეწარმე, ხოლო რეგისტრაციიდან ორ დღეში 2020 წლის 18 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მასთან მან 38,657 ლარიანი, 23 ივნისს 15,728 ლარიანი, ხოლო 10 ივლისს 19,500 ლარიანი ხელშეკრულებები გააფორმა. შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯერ კიდევ ინდ. მეწარმედ რეგისტრაციამდე იყო მისთვის ცნობილი აღნიშნული ხელშეკრულებების მიღების შესაძლებლობა, რისთვისაც ფორმალურად აუცილებელი იყო ინდ. მეწარმის სტატუსი ჰქონოდა."

საკრებულოს ყოფილმა წევრს ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში გარე განათებებისა მოწყობა და საუბნო გზების შეკეთება (მოხრეშვა), წყლის სისტემების მოწყობა, სოფელში სკვერისა და ავტობუსის გაჩერებების, აგრეთვე ბაგა ბაღის ეზოში ინვენტარის მოწყობის სამუშაოების შესრულება დაევალა.

ხარაგაულის მერიაში საკრებულოს ყოფილ წევრთან ხელშეკრულებების გაფორმებაში პრობლემას ვერ ხედავენ. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ზურაბ იჩქიტიძის თქმით, ხელშეკრულებები სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში გაკეთდა, მეწარმეს კი რეკომენდაცია მერის წარმომადგენლებმა გაუწიეს. 

,,თუ არ უნდა გაკეთდეს არაფერი სოფლებში, გზა არ უნდა გაკეთდეს, ხიდი და ა.შ. არ ვიცი. წინა წლებში ხშირი იყო შემთხვევა, როცა ასრულებდნენ ხელშეკრულების პირობებს, ან არაჯეროვნად ასრულებდნენ.

ჭიანურდებოდა  სამუშაოები და მოსახლეობამდე ვერ მიდიოდა ის სიკეთეები. ამ მეწარმეს, ჩემი ინფორმაციით, უკვე დასრულებული აქვს რამდენიმე პროექტი და მასაც მერის წარმომადგენლებმა გაუწიეს რეკომენდაცია."


მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხარაგაულში 166 მცირე პროექტი დაფინანსდა.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.