პოლიტიკა
ქუთაისში ოპერის თეატრის დირექტორი მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს
FaceBook
ქუთაისის ოპერის დირექტორი, თორნიკე მარჯანიშვილი პოლიტიკაში მიდის.

რეჟისორი პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად უკვე დაასახელა. პოლიტიკური არჩევანის მიუხედავად, თორნიკე მარჯანიშვილს თეატრზე უარი არ უთქვამს და არც აპირებს. ამბობს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყვეტს დატოვებს თუ არა კულტურის სფეროს.

"კანონის მიხედვით, არჩევნებამდე 45 დღით ადრე გავალ შვებულებაში და შემდეგ გადავწყვეტ დავტოვო თუ არა თეატრი", - ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისში მათი რიგებიდან მერობისთვის არავინ იბრძოლებს. მეტიც, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი კარგი არჩევანია და ქუთაისის მერი სწორედ ის უნდა იყოს.

"ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატია. მე ვარ თუ არა სხვა პარტიის კანდიდატი არ აქვს მნიშვნელობა, ქუთაისის მერი უნდა იყოს იოსებ ხახალეიშვილი", -ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" პარლამენტის დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ დააფუძნეს.



ამავე თემაზე:

თეატრიდან პოლიტიკაში - თორნიკე მარჯანიშვილი ოპოზიციური პარტიის ქუთაისის ოფისს უხელმძღვანელებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.