პოლიტიკა
"მერია პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" – გიგა შუშანია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს.

გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიის წარმოდგენილი დოკუმენტაციით, "ქართული ოცნება" მერის წარმომადგენლებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა გადაჯგუფებას და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა გაზრდაზე მუშაობს.

მისივე თქმით, კანონმდებლობით მხოლოდ 31 ადამიანის აყვანაა დაშვებული, თუმცა საჯარო სამსახურის ბიურომ 15 აპრილს გამონაკლისი დაუშვა და ეს რაოდენობა ქუთაისში 89 თანამშრომლით გაიზრდება.

"ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისის მერია ქუთაისელთა ინტერესების დაცვით იყოს დაკავებული და პანდემიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობდეს, დღეს ეს ადამიანები, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელი იწვევს საკრებულოს სხდომას და ისინი პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ცხადია, ისინი არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან", - ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმდინარე წლის 6 მაისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. საკრებულოს დეპუტატებს უკვე გადაეგზავნათ რიგგარეშე სხდომის განსახილველი საკითხები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან სამი საშტატო ერთეულის გაზრდას ეხება.

ქუთაისის მერიაში შუშანიას ბრალდებას არ პასუხობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.