პოლიტიკა
ადვოკატები საგამოძიებო ორგანოს ფარულ მოსმენაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში ადვოკატთა ასოციაციის წევრები საგამოძიებო ორგანოს ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის სატელეფონო საუბრის მოსმენა-მიყურადებაში ადანაშაულებენ.
ფაქტზე დროული რეაგირების მოთხოვნით, ქუთაისში მოქმედმა 20-მდე ადვოკატმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ბრიფინგი გამართა და დაზარელებულ კოლეგასა და მის კლიენტს სოლიდარობა გამოუცხადა.

ადვოკატ, აკაკი ჯანელიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი, როგორც თავად ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარემ კანონის გვერდით ავლით სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე დააპატიმრა. 

ბრალდების მხარე ამის ერთ-ერთ საფუძვლად  ადვოკატისა და კლიენტის ფარული მოსმენის შედეგად მიღებულ ინფორმაციას იყენებს. ადვოკატის თქმით, ეს არის აბსოლუტურად უკანონო და არ შეესაბამება მსოფლიოში მოქმედ არცერთ კანონმდებლობას. აკაკი ჯანელიძის თქმით, ამით მათ უნდათ დაკავებულის მეუღლეზე ზემოქმედება, რომელიც, ასევე, მოწმედ დასაკითხი პირია. 

"ორ დეკემბერს მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემა. მან დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდების მხარემ ორ დეკემბერსვე სასამართლო ეზოში დააპატიმრა ჩემი კლიენტი, თითქოს მან სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. აღნიშნული უნდა შეაფასოს ძირითადი საქმის განმხილველმა მოსამართლემ. სწორედ სასამართლოა ის ორგანო, რომელიც აფასებს მოწმის ჩვენებას, რამდენად სანდოა ის. ამას არ დაელოდა გამოძიება და კანონის გვერდის ავლით მოხდა ის რაც მოხდა. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ სასამართლომაც მიიღო ეს ჩანაწერები მტკიცებულებად და არ აძლევს ამას შესაბამის შეფასებას", - ამბობს აკაკი ჯანელიძე.

ადვოკატ, მარინა მანგოშვილის განმარტებით, საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც ადვოკატისა და კლიენტის საუბრების მიყურადებას პირდაპირ კრძალავს. მისივე თქმით, არის ევროსტანდარტები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ადვოკატს შეიძლება მოუსმინო მხოლოდ მაშინ, როცა ის საქმეში ბრალდებულია. 

"როდესაც ადვოკატი ბრალდებული არ არის, არავითარი უფლება გაქვს მოუსმინო და მის, ან კლიენტის წინააღმდეგ გამოიყენო სატელეფონო საუბრების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რასაც ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში. სწორედ ამან გაგვაერთიანა ჩვენ. რეაგირება თუ არ მოჰყვება ამ საკითხს, ჩვენ დავრჩებით დაუცველები. ამ დროს კლიენტი ნდობას კარგავს ადვოკატისამდი", - ამბობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მარინა მანგოშვილი.

საქმის შესასწავლად მათ უკვე მიმართეს სახალხო დამცველის აპარატს და სხვა შესაბამის ორგანოებს, რათა ფაქტს მყისიერი და ადეკვატური რეაგირებები მოჰყვეს. 


აკაკი ჯანელიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ადვოკატის ინფორმაციით, სხეულზე ჯანრთელობის დაზიანების ფაქტის გამო დაზარალებულის სტატუსით სარგებლობდა. თუმცა მოგვიანებით, საქმეზე განხილვების დროს, ის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.