შს სამინისტროს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან იყო
გადმოსული, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები