ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პედაგოგი უფროსკლასელი
გოგონას მიმართ შესაძლო ძალადობის გამო დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "ჩემი ხარაგაული"
ავრცელებს.
სკოლის პედაგოგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმეზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის არძრული, რაც გარყვნილ ქმედებას
გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები