პოლიტიკა
ქუთაისის მერი ლონდონში, კლიმატის აქციის კვირეულის ფარგლებში ღონისძიებას დაესწრო
FaceBook
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ლონდონში, ღონისძიებას "EBRD მწვანე ქალაქები: უკეთ შენება და უფრო მდგრადი მომავალი ქალაქებისთის" იბიარდის მოწვევით ესწრებოდნენ.
ღონისძიება ლონდონის კლიმატის აქციის კვირეულის ფარგლებში, იბიარდის სათაო ოფისში ჩატარდა.

შეხვედრა ფოკუსირებული იყო ბოლო ტენდენციებზე მწვანე ქალაქების დაფინანსებაში. ინოვაციური ტექნოლოგიებიდან დაწყებული, მდგრად ინფრასტრუქტურის ინვესტიცირებამდე. ღონისძიების დროს განხილული იყო თუ როგორ მოხდება ურბანული გამოწვევების საუკეთესოდ დაძლევა და უზრუნველყოფილ იქნება უკეთესი მომავალი, უფრო მდგრადი მომავალი ქალაქებისა და მათი მაცხოვრებლებისათვის.

კონფერენციას ესწრებოდნენ ლონდონის ხელისუფლების წარმომადგენლები, მერები და იბიარდის მწვანე ქალაქების ოფიციალური პირები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ურბანულ და კლიმატის სპეციალისტები.

სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ისინი გაიზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას მდგრად ქალაქებში ინვესტირების კუთხით. ქუთაისი ბათუმთან და თბილისთან ერთად განიხილება იბიარდის მწვანე ქალაქების პროგრამის პოტენციურ წევრად. ამასთანავე ქალაქი ქუთაისი, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალურ ტრანსორტთან დაკავშირებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში,
რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი
იცვლება.
11:35 / 25.11.2024
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი იცვლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.