პოლიტიკა
რა დაპირებები შესრულება მოუწევთ ზესტაფონსა და ჭიათურაში გამარჯვებულ "ოცნების" კანდიდატებს
FaceBook
ზესტაფონსა და ჭიათურაში 19 მაისს გამართულ  მერების რიგგარშე არჩევნებზე ხმების უმრავლესობა მმართველი გუნდის მიერ  წარდგენილმა კანდიდატებმა -  გიორგი გოგლიჩიძემ  და გივი მოდებაძემ მიიღეს

ახეთ რისი გაკეთება მოუწევთ გამარჯვებულ კანდიდატებს წინასაარჩევნო დაპირებების მიხედვით:

ზესტაფონი – გიორგი გოგლიჩიძე:



გიორგი გოგლიჩიძე  წინა საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ზესტაფონში დასრულდება დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები,  მოეწყობა ქუჩები, გალამაზდება სკვერი, ბაღი თუ საფეხბურთო მოედანი. 

ასევე, მან ამომრჩევლებთან პირობა დადო, რომ  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა, მოხდება დაბა შორაპნის რეაბილტაცია და ზესტაფონის სოფლების გაზიფიცირება. 

გიორგი გოგლიჩიძის დაპირებებშია გუნდურ მუშაობა და პრობლემების ერთობლივად დაძლევა. 


ჭიათურა –  გივი მოდებაძე:

"მაქვს ზუსტად გაწერილი ის გეგმა, რაც ჩვენს ქალაქს განვითარების სწორ გზაზე დააყენებს. ზუსტად ვიცი, რა გაწუხებთ, რა არის პირველი რიგის პრობლემები. დამერწმუნეთ, მე ვიდგები ყველა თქვენგანის გვერდით და თქვენი ჩართულობით ვიზრუნებ ჭიათურის განვითარებაზე. დაგეგმილი მაქვს ჭიათურა ვმართო მოსახლეობის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. ასევე, დაგეგმილი მაქვს კოსტავას ქუჩაზე ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, სადაც ჭიათურის მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას".



საბავშვო ბაღების, გზების, სკვერების, ბავშვთა გასართობებისა და  სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქალაქის ეკონომიკურად გაძლიერება, მღვიმევის მიმართულებით საავტომობილო გზის მოწყობა – ეს იმ დაპაირებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარების პირობას გივი მოდებაძე საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს დებდა.  

დაპირების თანახმად, ახლადარჩეულმა მერმა სოფელ ქვედა ბერეთისის, ისევე, როგორც ზედა ბერეთისის მიმართულებით უნდა მოაწესრიგოს გზის საფარი, ასევე, შენობების ფასადი და გარეგანათების სისტემა.

გივი მოდებაძემ მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშეწყობის და განვითარების პირობაც დადო. 

„ჩვენ ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამას შევიმუშავებთ, რაც საშუალებას მოგცემთ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ჭიათურის მერიაში, ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში სტაჟირებები გაიაროთ. ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე სხვადასხვა სფეროში ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ტურიზმი ჭიათურაში. მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეში ახალგაზრდების ჩართულობა იქნება"


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში,
რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი
იცვლება.
11:35 / 25.11.2024
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი იცვლება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.