პოლიტიკა
კაფე, რომლის მეპატრონეები, მერიას ობიექტის წართმევაში ადანაშაულებენ, დაიკეტა
FaceBook
ქუთაისში, კაფე–ბარი "სავანე", რომლის წართმევის მცდელობაში მეპატრონეები  მერიას ადანაშაულებენ, დაიკეტა.

"ორი ვითომ მომხმარებლი შემოვიდა და ორი საათის განმავლობაში იმდენი პრეტენზია ქონდათ, რომ ამდენი წლებია ვმუშაობთ და არ მიგვიღია.  ხან პროდუქტის ხარისხი  დაგვიწუნეს, ხან გვითხრეს რომ ნაყინში თმა იპოვეს. კვების ობიექტი ისეთი ფაქიზი თემაა,  რომ  ადვილად შეიძლება პროვოკაციაზე წამოაგო. ამიტომაც იძულებულები გავხდით  მიგვეღო ეს გადაწყვეტილება", – ამბობს   ნიკოლოზ ტურაბელიძე. 

მეპატრონები ამბობენ, ტერიტორიით კონკრეტული პირები არიან დაინტერებული  და  ამიტომაც ითხოვს მერია  მათგან წელიწადში გადასახის სახით 20 000 ლარს. 

"ეს კი შეუძლებელია. არც მე არაც სხვა არავინ არ აპირებს  თახნის გადახდას საკუთარ ქონებაში", – ამბობს კაფის მეპატრონე. 

ნიკოლოზ  ტურაბელიძე ამბობს, რომ  158 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც კაფე დგას მათი საკუთრებაა და 1996 წლიდან მიწის გადასახადზე  წელიწადში 100 ლარს იხდიდნენ, ხოლო გარე ტერიტორიაზე (36 კვ, მ მიწის ნაკვეთი),  რომელიც ქირით აქვთ აღებული თვეში  180 ლარს იხდიან. 

იმ შემთხვევაში თუკი კაფის მეპატრონეები ფართს იჯარით აიღებენ, წელიწადში 20 000 ლარის გადახადა მოუწევთ.  ანუ ტერიტორიაზე ღია კაფეა თვეში იჯარის სახით 1 500 ლარამდე, ხოლო  უშუალოდ  კაფე– ბარის ტერიტორიაზე წელიწადში 12 000 ლარი უნდა გადაიხადონ. 

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კაფე კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც არის მუნიციპალური საკუთრება და რომლის გადაცემასა და გაყიდვას სხვა პირზე, გარდა სარგებლობის უფლების გადაცემისა, კანონით შეუძლებელია.

"ჩვენ მათ შეთავაზეთ მორიგების პირობები, რომ სარგებლობის ფორმით 50 წლით გადავცემდით ამ მიწას. წლებია ისინი ფულს არ იხდიან ბიუჯეტში. იჯარით გადაცემა შევთავაზეთ, რომლის შემდეგ ეს სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეოდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს", - ამბობს მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე.

კაფე "სავანემ" სასამართლო დავა მერიის წინააღმდეგ ორი წლის წინ დაიწყო, როცა აღმოაჩინეს რომ საჯარო რეესტრში მიწა ცარიელი სახით იყო დარეგისტრირებული. საქმეს ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იხილავს.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში,
რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი
იცვლება.
11:35 / 25.11.2024
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტი დღეს, 25 ნოემბერს, დაამტკიცებს, სამი მინისტრი იცვლება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.