პოლიტიკა
„პოლიტიკები, რომელთაც თავად ქალები შეიმუშავებენ, ცვლის პოლიტიკურ ხედვას“
FaceBook
"კატო მიქელაძის სკოლის" შაბათის სემინარები "საქართველოში ქალთა კეთილდღეობის პოლიტიკების საჭიროებასა და პერსპექტივების მიმოხილვას დაეთმო.

მომხსენებელმა სოციალური პოლიტიკის მკვლევარმა ალექსანდრა აროშვილი საუბრის დასაწყისში შეეხო კეთილდღეობის სახელმწიფოს რამდენიმე მოდელს, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მუშაობს.

ანგლო- საქსური მოდელი. რომელსაც მიზნობირვი პროგრამები გააჩნია და ამიტომ ყველასთვის არაა ეს სიკეთეები.

კონტინენტურ ევროპაში ტრადიციული მოდელი მუშაობს, სადაც ადამიანების კეთილდღეობა მიბმულია მათ დასაქმებაზე. ანუ იგი იმ შემთხვევაში არის დაზღვეული სხვადასხვა სოციალური საფრთეებისგან თუკი დასქმებულია.

და სკანდინავიური მოდელი, სადაც მოქალაქეობრივი სტატუსით განისაზღვრება ყველა სერვისი და სოციალური სიკეთე.

გასული საუკუნის 70 იან წლებში დასავლეთში პოლიტიკურ სისტმებში მოხმდარ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც კეთილდღეობის სისტემებში სოციალური პოლიტიკების შემცირებით აისახა, რამაც მანამდე არსებული სოციალური სტაბილურობა მნიშვნელოვანწილად შეარყია.

"ქალთა კეთილდღეობის პოლიტიკებისა და სოციალური სერვისების დიდი ნაწილი ვეღარ პასუხობდა ინდუსტრიული წესრიგისათვის დამახასიათებელ საჭიროებებს, და შესაბამისად, საბოლოოდ გაუცხოვდა ქალთა ახალი ცხოვრების წესისაგან, რომლისთვისაც უფრო და უფრო მეტად დამახასიათებელი გახდა დროებითი, პრეკარიატული და არასტაბილური სამუშაო ადგილები, მიგრაცია, მარტოხელა დედობა, ახალი ტიპის შინამეურნეობების წარმოშობა და სხვა, რამაც ახალი ბრძოლები წარმოშვა, რომლებსაც აღიარების პოლიტიკების სახელით ვიცნობთ", აღნიშნა ალექსანდრა აროშვილმა.

ამ პოლიტიკებმა ქალთა დღის წესრიგი საბოლოოდ გააუცხოვა სოციალური საჭიროებებისაგან, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ქალთა ემანსიპატორული მოძრაობების კრიზისი.

პოსტ საბჭოთა საქართველო მოგვიანებით დაეწია ამ ტალღას. თანაც ამ პროცესებს კონტექსტი განსხვავებული დახვდა, მიუხედავად ამისა პირდაპირ გადმოღეს შაბლონები და დასავლური პრაქტიკები. 70 იანების სული კვლავ აღორძინდა აღიარების პოლიტიკის წინწამოწევით,„ ამის ბუმია ჩვენთან“, - აღნიშნა ალექსანდრა აროშვილმა. 
თუმცა ეს პრაქტიკები რამდენად ადეკვატურია დღევანდელობასთან ცალკე განსჯის საკითხია. აღინიშნა შეხვედრაზე.

მომხსენებელი ქალთა მოძრაობის ხარვეზებს შეეხო, სადაც, მაგალითად,  გარკვეული ფენები სრულიად იგნორირებულია და არ წაროაოდგენენ სამიზნე აუდიტორიას.. "მაგალითად, ბებოების თაობა გამორიცხულია იმ ფემინისტური პროექტებისგან, რაც ფემინისტებს სურთ. ამიტომ გასარკვევია ეს ემანსიპატორული პოლიტიკაა თუ საერთაშირისო პრაქტიკის ზედაპირული გაგრძელება? იგი წინააღმდეგობაშია არა სისტემასთან, არამედ საზოგადოებრივ შრეებს შორის აჩენს გამთიშავ კედლებს", -აღნიშნა ალექსანდრა აროშვილმა.

საუკეთესო გზად დასახელდა ის პროცესები, როდესაც კეთილდღეობისთვის იბრძვიან სწორედ ქალები, არა როგორც სოციალური მოძრაობები არამედ - რეალურ პოლიტიკაში.„ პოლიტიკები რომელთაც თავად ქალები შეიმუშავებენ. ეს ცვლის პოლიტიკურ ხედვას“, - აღნიშნა აროშვილმა.

შეხვედრაზე ქალაქ   ბარსელონას ქალი მერის მაგალითი მოიყვანეს, რომელმაც დაუბრუნა პოლიტიკას სიცოცხლისუნარიანობა, რადგან სულ იყო ხალხთან, ხალხის ნაწილი იყო და ზუსტად იცნობდა ხალხის საჭიროებებს. ქალაქის მასშტაბით შეძლო ბევრი რამის შეცვლა. ასე რომ ქალებს შეუძლიათ მნშვნელოვანიდა სასიკეთო  ცვლილებების განხორციელება, აღინიშნა შეხვედრაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.