პოლიტიკა
ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა - ხანძარი ლიკვიდირებულია
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ღუმელის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუჯჩამომსსხმელ ქარხანაში ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.

ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

დაშავებულებს გულ-მკერდის ტრამვა აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მყოფი დაცვის თანამშრომლების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ამბობენ, რომ აფეთქების ხმა გაიგონეს.

"დავინახეთ, რომ ცოტა ხაში გამოვიდა სასწრაფო. დაშავებულები ადგილობრივები არიან. მათი ოჯახის წევრები ამ დრომდე არ გამოჩენილან,"- ამბობს დაცვის თანამშომელი ზურა ბარბაქაძე.

​ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

დაცვის თანამშრომლის, ზურა ბარბაქაძის თქმით, ტერიტორიაზე რამდენიმე საწარმოა, რომელთაც შენობა-ნაგებობები დაქირავებული აქვთ.



ამავე თემაზე:

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

აფეთქება ქუთაისში - დაშავებულია ორი ადამიანი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.