ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
თებერვლის თვე მდიდარია სხვადასხვა ქვეყნებში დამოუკიდებლობის
მოპოვებისა თუ დაკარგვის მოვლენებით. 24 თებერვალს მექსიკაში დროშის,
ესტონეთში კი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ.
1303 წლის 24 თებერვალი მნიშვნელოვანი იყო შოტლანდიელებისთვის. ამ
დღეს როსლანთან მოხდა პირველი ბრძოლა შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის.
შოტლანდიელებს დამოუკიდებლობის სურვილი დიდ ცოდვად ჩაუთვალეს და
დასაჯეს.
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების არ იყოს, ქრისტიანების სიკვდილით
დასჯა საუკუნეების განმავლობაში ადეკვატურ ქმედებად ითვლებოდა.
ოფიციალური ბრძანება დასჯაზე 303 წელს გელარიუსმა გამოსცა, რომლის
საფუძველზეც დაიწყო ქრისტიანების დევნა.
აღნიშნული წარმატებით გადაიბარა მეფე ჰუნერიკმა. მანაც არ დააკლო ხელი
ქრისტიანების შევიწროებას და დასჯას.
ქრისტიანებს მანამ დევნიდნენ, სანამ ოფიციალურ რელიგიად არ იქცა და
სანამ ქრისტეს სახელით თავად არ დაიწყო ხალხის დასჯა.
მაგალითად, ქრისტეს სახელით წმინდა სინოდის მიღებული გადაწყვეტილება
გაზეთში გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო რომ მწერალი ლევ ტოლსტოი
განკვეთილია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ეს ამბავი 1901 წლის
24 თებერვალს მოხდა,
საეკლესიო იერარქები გარდა დასჯისა სხვა საქმითაც იყვნენ
დაკავებული.
1582 წლის 24 თებერვალს პაპი გრიგორ XIII-მ თავისი ბულით Iნტერ
გრავისსიმას გამოაცხადა წელთაღრიცხვის რეფორმის შესახებ და შემოიტანა
ახალი გრიგორიანული კალენდარი, რომელიც პლანეტის უმეტეს ქვეყანაში
გამოიყენება. სხვანაირად რომ ვთქვათ დღეს ჩვენი კალენდრის დაბადების
დღეა.
24 თებერვალი საფოსტო მარკების დაბადების დღეცაა. 1854 წელს პირველად
გამოიყენეს საფოსტო მარკა.
1863 წლის 24 თებერვალს არიზონა აშშ-ს შეუერთდა.
1942 წლის 24 თებერვალს კი პირველად გავიდა რადიოეთერში "ამერიკის
ხმა".
მასალის გამოყენების პირობები