განათლება
რომელი პროფესიები იქნება მოთხოვნადი უახლოესი 10 წლის განმავლობაში
FaceBook
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თანამედროვე სამყაროში თანდათან იცვლება სხვადასხვა პროფესიებზე მოთხოვნა.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" იმ პროფესიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც უახლოესი ათი წლის განმავლობაში სავარაუდოდ, მოთხოვნადი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
ინჟინერ-მშენებელი

ინჟინრების დეფიციტი თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაშია. ამიტომ მსოფლიოს ბევრი წამყვანილი უნივერსიტეტი სტუდენტებს სხვადასხვა საინჟინრო პორგრამას სთავაზობს. გერმანიაში ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, გასულ წელს ქვეყანაში 64 ათასი ვაკანსია იყო საინჟინრო სფეროში. ექსპერტთა ვარაუდით, მსოფლიოს მასშტაბით უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად სწორედ მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები იქნებიან.
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტების ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ სპეციალისტის პროფესიონალები მაინც მცირედ არიან წარმოდგენილი დასაქმების ბაზარზე და მათზე დიდი მოთხოვნაა.
პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი
HR მენეჯერები უახლოესი ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტს ასახელებენ.
ეკონომისტ-მათემატიკოსი
სპეციალისტები, რომლებიც ეკონომიკურ პრობლემებს მათემატიკური მეთოდებით წყვეტენ, საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი არიან. ამ სპეციალისტთა სამუშაო რისკების მართვის, წარმოების პროცესის ოპტიმიზაციისა და ინვესტიციების შეფასებისგან შედგება.
გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვების მენეჯერებზე მოთხოვნა თითქმის ყველა სფეროშია, დაწყებული ელექტროტექნიკის წარმოებისგან, დამთავრებული მეტალურგიითა და ტექსტილის წარმოებით. მარკეტინგის კარგი ცოდნა და პროდუქციის შემუშავების პრინციპი, ასევე უცხო ენების ცოდნა ამ პოზიციაზე წარმატებული მუშაობის საწინდარია.
მექატრონიკა
ამ მიმართულების სპეციალისტები მანქანებისა და კომპიუტერული მოწყობილობების შექმნითა და ექსპლუატაციით არიან დაკავებული. ექსპერტთა განცხადებით, მექატრონიკის სფეროს სპეციალისტები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იქნება.
საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგი
კვების ტექნოლოგების ნაკლებობას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უჩივიან, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც საკვებ პროდუქტზე მკაცრი კონტროლია. თუმცა, საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგის საქმიანობაში მხოლოდ ბავშვთა კვების ანაც ალერგიული პროდუქტის გაკონტროლება არ შედის, ეს სფერო ასევე მოიაზრებს მცირე ქარხნებისა და ლუდსახარშების კონტროლსაც.
მოხუცთა მომვლელი
იმ ფაქტზე, რომ მოხუცთა მომვლელებზე დიდი მოთხოვნაა, ისიც მეტყველებს, რომ საქართველოდან წასული ქალბატონების დიდი ნაწილი ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სწორედ მოხუცთა მომვლელად მუშაობს. ექსპერტთა ვარაუდით, მოხუცთა მომვლელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება უახლოესი წლების განმავლობაში.
ექიმი
ეს ალბათ, ის ერთ-ერთი პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც არასდროს კლებულობს. მართალია, საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარებაზე ისეთი ბუმი აღარ არის, როგორც ეს 80-იან წლებში იყო, თუმცა ფაქტია, რომ ექიმობა კვლავ მოთხოვნადი სპეციალობაა. განსაკუთრებით, სჭირდებათ ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა პატარა ქალაქებსა და სოფლებში.
მათემატიკისა და ბუნებრივი მეცნიერებების მასწავლებელი
როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებელთა დეფიციტია. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ამ პროფესიაზე მოთხოვნა უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება განსხვავებით უცხო ენების ან ისტორიის მასწავლებლებისგან. 

bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.