განათლება
საჯარო სკოლა ქუთაისში, სადაც რემონტი 47 წელია არ ჩატარებულა (ფოტო)
FaceBook

ქუთაისის #10 საჯარო სკოლის შენობას, რომელიც ი. ჭავჭავაძის გამზირი №50-ში მდებარეობს რეაბილიტაცია ესაჭიროება. სკოლის სამივე სართულზე დაზიანებულია ჭერი და იატაკი. კედლებიდან ჩამოცვენილია ბათქაში, ხოლო ერთ-ერთ საკლასო ოთახში წყალი ჩადის. სკოლაში 890 მოსწავლე, მათ შორის 80 პირველკლასელია რეგისტრირებული.


ქუთაისის #10-ე საჯარო სკოლის შენობა 1969 წელს აშენდა, ხოლო 1970 წელს პირველი ნაკადი მიიღო. სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასწავლო დაწესებულების დაარსების შემდეგ რემონტი არ ჩატარებია.

 



სკოლის დირექტორის დემურ გაგუას თქმით, სკოლაში მიმდინარე წლის აგვისტოში "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" წარმომადგნლები მივიდნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. რის საფუძველეც, გაგუას თქმით, ობიექტს რეაბილიტაცია, შესაძლოა, 2018 წელს ჩაუტარდეს.

"მოგვცეს პირობა რომ სკოლას სრული რებილიტაცია ჩაუტარდებოდა. ამ ეტაპზე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. მიმდინარე წლის ნოემბერში კი ის ამერიკაში გადაიგზავნება, საიდანაც დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვგეგმვთ, რომ 2018 წლის გაზაფხულზე სარემონტო სამუშაობი უნდა დაიწყოს", - ამბობს ჩვენთან საუბარში დემურ გაგუა.



#10 საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათ ქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ, განათლების სამინისტროდან მიეღოთ ობიექტის ნაწილობრივი რეაბილიტაციის შესაძლებლობა. თუმცა, განმარტავენ, რომ გადაწყვიტეს მონაწილება არ მიეღოთ.

"რადგან სკოლას სჭირდება სრული რეაბილიტაცია. ნაწილობრივი ვერ იქნებოდა ეფექტური ამიტომ რადგან შეგვარჩია "ათასწლეულის გამოწვევის" ფონდმა დაველოდებით მათ პასუხებს, იმედია რეაბილიტაციის პროექტი დამტკიცდება. აქ შესაკათებელია იატაკი საკლასო ოთახები, დერეფნები. მოკლედ ყველაფერს სჭირდება რებილიტაცია", - განმარტავს სკოლის დირექტორი, დემურ გაგუა.







სკოლის დირექტორის თქმით, ჩაუტარდება თუ არა #10-ე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ეს მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გახდეს ცნობილი.

მიმდინარე წელს, ქუთაისის 26 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.  აქედან, ხუთ საჯარო სკოლას სრული, ხოლო დანარჩენს ნაწილობრივ რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.



მავე თემაზე:

საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.