განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში
პირველად, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" დაწესდა.
მასწავლებელთა სახლის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და
არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლება ყველასთვის ორგანიზებით
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურში განაცხადების მიღება
1 ივლისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის
მიღების მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე -
www.tprize.ge უნდა გაიარონ.
"მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში", რომელიც
ამ კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორია, განმარტავენ, რომ კონკურსის
ჩატარების მიზანია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდაა.
გამარჯვებული პედაგოგი, რომელსაც 17 კაციანი ჟიური 5 ოქტომბერს
დაასახელებს, 10 000 ლარს მიიღებს საჩუქრად.
მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება, სწავლების ინოვაციური
და ეფექტური მიდგომების გამოყენება, ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი
ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება, საზოგადოებრივი აღიარება და
სამოქალაქო აქტივობა, პროფესიული განვითარება და გამოცდილების
გაზიარება - ეს ის კრიტერიუმებია, რომელის მიხედვით მოხდება პედაგოგის
შერჩევა.
ქუთაისელი პედაგოგების შეფასებები
ქუთაისიპოსტი დაინტერესდა "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს"
მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურში მიიღებენ თუ არა მონაწილოებას
ქუთაისელი პედოგოგები. ამის გასარკვევად მე-7-ე საჯარო სკოლას
ვესტუმრეთ.
"ერთი მასწავლებლის გამორჩევა სამართლიანი არ არის, რომ ყოფილიყო სამი
საპრიზო ადგილი და ეს თანხა მათზე გადანაწილებულიყო უკეთესი
იქნებოდა".
"შესაძლოა, მასწავლებელი აქტიური არ იყოს, მაგრამ მის საქმეს ათიანზე
ასრულებდეს ",
"რამდენი კარგი შედეგის მქონე მასწავლებელი არის საქართველოში და
მათგან მხოლოდ ერთ პედაგოგს რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა?"
"როდესაც უყურებენ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას და უცვლელად
შემოაქვთ საქართველოში ჯერ ნახონ, როგორი არის იმ ქვეყნებში
მასწავლებელთა ანაზღაურება, რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა და შემდეგ
შეადარონ ჩვენი მდგომარეობა, სიტუაცია აქ ძალიან რთულია და ამ
მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე პრეტენზია ცოტას თუ გაუჩნდება", - ასეთი
დიალოგი და შეფასებები ისმოდა კონკურსთან დაკავშირებით #7 -ე საჯარო
სკოლის სამასწავლებლოში.
პედაგოგების ნაწილი კონკურსის ჩატარების იდეას იწონებს. თუმცა,
აღნიშნავენ, რომ საქართველოში მასწავლებლეს სათანადო პირობები არ
აქვთ.
"მასწავლებელი, რომელიც ამ კონკურში ჟიურმა უნდა შეარჩიოს, არ უნდა
იყოს მხოლოდ ოლიმპიადების პრიზიორი, ან კარგი გაკვეთილის ჩამტარებელი.
მასზე უმაღლეს შეფასებას უნდა აკეთებდეს მშობელი, მოსწავლე,
კოლექტივი, ქალაქი. მისი მოსწავლეების აკადემიური მოსწრება უნდა იყოს
საუკეთესო. ჯერ საქართველოში არც განათლების და არც სწავლების დონე
არაა ისე რომ ეს ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდეს", - ამბობს მეშვიდე
საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი, სოსო ფხაკაძე.
მზია ბუბაშვილი, რომელიც 25 წელია ისტორიას ასწავლის, ამბობს, რომ
ქვეყანის მასშტაბით პედაგოგები თანაბარ მდგომარეობაში არ იმყოფებიან,
რაც, მისი თქმით, მათ განსხვავებულ პირობებში აყენებთ.
"პედაგოგებს თანაბარ პირობები არ აქვთ. რადგან არსებობს საგნები,
რომელსაც სახელმწიფომ ჩაჭიდა ხელი. მაგალითად, ინგლისურის
მასწავლებლების ბუმია. ამ დროს დაიჩრდილა რუსული, გერმანული და სხვა
საგნები. ინგლისურის მასწავლებელს მეტი სერთიფიკატი ექნება. მე
ყოველთვის დამჩაგრავს ის მასწავლებელი, რომელიც ახლა "ცვეტშია" ამიტომ
მე არ ვაპირებ ვიყო ამ კონკურსის მონაწილე", - ამბობს მზია
ბუბაშვილი.
როცა, ქუთაისის #7 საჯარო სკოლის სამასწავლებლოში, სადაც 50-მდე
პედაგოგი იყო შეკრებილი, კონკურსის ირგვლივ მსჯელობა დასრულდა
კითხვაზე: აპირებთ თუ არა მიიღოთ მონაწილება კონკურში? პასუხი
უარყოფითი იყო.
იგივე მოსაზრებას იზიარებს ქუთაისის #2 საშუალო სკოლის დაწყებითი
განათლების მასწავლებელი ციალა ჯაფარიძე, რომელიც უკვე 54 წელია
პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მისი თქმით, ათეულობით წლები
მოსწავლეებს ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიღებაში
ეხმარება.
ქუთაისის #2-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, არაერთი ჯილდოს და სიგელის
მფლობელია. თუმცა, ის "მასწავლებთა ეროვნული ჯილდოს" კონკურში
მონაწილეობის მიღებას მაინც არ გეგმავს.
"კარგია, რომ ჩვენი შრომა დაფასდა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
თუმცა, მე უკვე დიდი ხანია ამ საქმეს ვემსახურები და ვფიქრობ, არ ღირს
ჩავერთო ამ კონკურში. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი სწავლების
მეთოდები თანამედროვე მიდგომებისგან განსხვავებულია", - გვიყვება
ციალა მასწავლებელი.
###
განთლების სამინისტროს მიერ "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს"
გამოსავლენი საკონკურსო პირობებს იწუნებს, განათლების საკითხებში
ექსპერტი ლაშა მელაძე. მისი თქმით, მასწავლებელთა მხრიდან კონკურში
მონაწილებაზე უარის თქმა მისთვის ლოგიკურია.
"კონკურსი, რომელმაც საუკეთესო მასწავლებელი უნდა გამოავლინოს ჯერ
იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ პირველ რიგში ისინი თანაბარ პირობებში
ჩააყენოს. მთაში მდებარე სკოლა და ქალაქის სკოლის აკადემიური
პერსონალი მისი მოსწავლეების შედეგებით ცალსახად განსხვავდება
ერთმანეთისგან. თუნდაც, თანამდეროვე ტექნოლოგიების და მიდგომებისადმი
ხელმისაწვდომობაც ამის კარგი მაგალითია. ის, რომ პროექტი მსოფლიო
მასწავლებელთა ჯილდოს ანალოგია უკვე, არათანაბარ გარემოს ქმნის.
რადგან, საქართველოში და ევროპის ქვეყნებში განათლების დონე მკვეთრად
განსხვავებულია. ხელფასიც და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებაც.
კრიტერიუმები საქართველოს მაგალითზე უნდა შემუშავებულიყო", -
განმარტავს ლაშა მელაძე.
მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრში კი მიაჩნიათ, რომ
კონკურსი მასწავლებლებლებს თანაბარ პირობებში აყენებს.
"პირველ რიგში რეგიტრაციას თითოეული მასწავლებელისთვის ონლაინ
მიმდინარეობს. ისინი თავად ავსებენ აპლიკაციას და კრიტერიუმების
შესაბამისად ავსებენ მითითებულ მოთხოვნებს. რის შემდეგაც მათი
შინაარსობრივი გადამოწმება მოხდება და 10 კონკურსანტი აირჩევა. სწორედ
ამის შემდეგ გამართავს ჟიური მათთან ინტერვიუს სახის გასაუბრებას.
გარდა ჟიურისა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოკითხვას
ჩაატარებს სკოლაში, მოსწავლეებთან , სოფლად თუ იმ ქალაქში, სადაც,
მასწავლებელი მოღვაწეობს. რაც იძლევა ყველანაირ შესაძლებლობას, რომ
კონკურსანტის გამოვლება ობიექტურად მოხდეს" - ამბობს თაია
მახარაძე.
მასალის გამოყენების პირობები