5 წიგნი და ფილმი, რომლებიც გავლენას ახდენენ - ნანული ცხვედიანი
14:42 / 25.02.2017
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის
წიგნები და ფილმები.
რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო
ადამიანებზე?
გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას
ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი ნანული
ცხვედიანი.
ხუთი წლის ასაკიდან ვკითხულობ. ბუნებრივია, ათასობით წიგნიდან
რამდენიმეს გამოყოფა ძალიან ძნელია, მაგრამ შევეცდები, მაინც
გამოვარჩიო ის ხუთი წიგნი, რომელთაც დამაფიქრეს წუთისოფლის
ფილოსოფიაზე, სიკეთისა და ბოროტების არსზე, სიცოცხლის ფერებზე და, რაც
მთავარია, ადამიანის სიყვარულზე. ეს წიგნებია: 1.
ვაჟა-ფშაველას პოემები (მთელი ბავშვობა ამ დიადი ეპოსით
ვიხიბლებოდი); 2. მიგელ დე სერვანტესის "დონ
კიხოტი"; 3. რაბინდრანათ თაგორის
"გიტანჯალი"; 4. ნიკოლო მაკიაველის
"მთავარი;" 5. მარკესის "მარტოობის 100
წელი." ეს, რაც უცებ გავიხსენე, თამამად შეიძლება მათი
ჩანაცვლება სხვა ხუთეულებით.
რაც შეეხება ფილმებს, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ჩემი მეზობლის
ბავშვებთან ერთად ჯოხის ცხენებს რომ დავაჭენებდი და ოთარ კობერიძის
ხუჭუჭა ბაში-აჩუკად წარმოვსახავდი თავს, ლეო ესაკიას ფილმზე ბევრად
უკეთესი ქართული და უცხოური კინონაწარმოებებიც გავიცანი. სხვადასხვა
დროს სხვადასხვა მიზეზით მომწონდა: 1. რეზო გაბრიაძისა და ელდარ
შენგელაიას "შერეკილები".
2. ფედერიკო ფელინის "ტკბილი ცხოვრება"; 3. პიერ
პაოლო პაზოლინის "დეკამერონი". 4. პიტერ უირის
"მკვდარი პოეტების საზოგადოება" (რობი უილიამსის
გენიალური თამაშით).
5. როლანდ ემერიჰის "პატრიოტი".
რა თქმა უნდა, ეს სიაც პირობითია და უკეთესი ხუთეულების წარმოდგენაც
შეიძლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები