განათლება
ქვეყნის განუყოფელი ნაწილი ვართ - ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემა ენობრივი ბარიერით
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მათთვის შემაფერხებელ პრობლემებზე საუბრობენ.
მათი თქმით, მთავარი ბარიერი ეთნიკურად აზერბაიჯანელებისთვის, ქართული ენის ცოდნის დაბალი დონეა, რამაც, შესაძლოა, დასაქმებაშიც ხელი შეუშალოთ. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ისინი ამ საკითხის მოგვარებაზე მუშობენ. თუმცა, ისიც ირკვევა, რომ პედაგოგების კვალიფიკაცია, რომლებიც ეთნიკური უმცრესობებით დასახლებულ რეგიონებში ასწავლიან, არასკმარისია.

თურალი ნაზიევი 23 წლისაა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის პროფესიას ეუფლება.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტის თქმით, ქართულ ენაში ერთწლიანი სავალდებულო პროგრამის გადალახვის და პირველ კურსზე სწავლის დაწყებისთანავე, ისინი ენის სუსტად ცოდნის პრობლემას აწყდებიან. მისი განმარტებით, ქართულის აკადემიურ დონეზე სწავლა, ჯერჯერობით, მათთვის რთულია და ეს პრობლემა, განსაკუთრებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში იჩენს ხოლმე თავს.

"მართალია, ჩვენ მოსამზადებელ პროგრამაზე ენას ვსწავლობთ, თუმცა საუნივერსიტეტო დონეზე უმრავლესობა ამას ვერ ახერხებს", – ამბობს აზერბაიჯანელი სტუდენტი.

თურალ ნაზიევი ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტიდანაა. მისი სოფელი რაიონის ცენტრიდან 22 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი მამხუტი (1990 –იან წლებამდე მას სარაჩლო ერქვა) ეთნიკურად აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. რის გამოც, ადგილობრივებს ეთნიკურად ქართულ მოსახლეობასთან კონტაქტი ნაკლებად აქვთ.

თურალ ნაზიევი იხსენებს, რომ 2008 წლამდე, მათ რაიონში, სასწავლო მასალა და ქართული ენის სპეციალისტი არ არსებობდა. 2000 წლამდე კი, ქართულის გაკვეთილები კვირაში მხოლოდ 2 საათს შეადგენდა.

თურალი მე–10 კლასში იყო, როცა მის სკოლაში მასწავლებელი თბილისიდან ჩამოვიდა, რომელმაც, მისი თქმით, მას ქართული ენა და კულტურა შეაყვარა.
"17 წლის რომ ვიყავი, უკვე თავისუფლად ვლაპარაკობდი ქართულად", – ამბობს თურალ ნაზიევი.

სტუდენტი აღნიშნავს, რომ უფროსი თაობა უმცროს თაობასთან შედარებით ქართული ენის ცოდნის დაბალი დონით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ ხანდაზმულებს ქართული საერთოდ არ ესმით, ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

"ახალგაზრდები კი ძირითადად, სკოლასა და ჯარში ითვისებენ სახელმწიფო ენას. შესაბამისად, ასაკოვანი ადამიანებისთვის ძირითადი საკომუნიკაციო ენა – რუსულია. საინფორმაციო გამოშვებებს კი რუსულად, აზერბაიჯანულად ან თურქულად უსმენენ", – ამბობს სტუდენტი ბოლნისიდან.

თურალ ნაზიევი, ასევე, დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს იშვიათად შეხვდებით. ის ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, თვითდასაქმებულია. ხოლო, მათ ვინც ქვეყნის შიგნით სამუშაო ვერ იშოვა, 90–იანი წლებიდან საცხოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს.

"თუმცა, ჩვენთვის უკვე არაა ასე. მე არ მაქვს წასვლის სურვილი. ჩვენ ინტეგრაციის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მაგალითად, ვსწავლობთ ქართულად, სამსახურს ვეძებთ საქართველოში და ჩვენ საკუთარი თავი ამ ქვეყნის განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია", – ამბობს ის.

წერეთლის უნივერსიტეტის კიდევ ერთი აზერბაიჯანელი სტუდენტი მოვლუდ მეხრაბოვი ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების პრობლემა "1+4"–მა პროგრამამ მოაგვარა.

ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.
აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვა მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგის საფუძველზე ხორციელდება.

"პროგრამის ფარგლებში ქართულ ენაში უნარ–ჩვევებისა და ცოდნის შეძენა იმ დონეზე ხორციელდება, რომ შემდგომში პირმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელება შეძლოს", – განმარტავენ განათლების სამინისტროში.

მოვლუდ მეხრაბოვი აღნიშნავს, რომ წინათ ახლაგზრდები სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ მიდიოდნენ, უკან კი არავინ ბრუნდებოდა. მისი თქმით, დღესდღეობით ეს ტენდენცია შეცვლილია.

"თუმცა, დღესაც არის აზრბაიჯანულენოვან სკოლებში კვალიფიციური კადრების დეფიციტი. რუსულის მასწავლებელმა ერთი–ორი სიტყვა თუ იცის ქართული ესეც საკმარისია იმისთვის, რომ სკოლაში ქართული ასწავლოს", – ამბობს სტუდენტი, მოვლუდ მეხრაბოვი.

მისი თქმით, სწორედ, ქართული ენის არცოდნის გამო ფერხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

"სამსახურში არავინ მიგვიღებს, თუ სახელმწიფო ენას არ ვფლობთ. სწავლის დასრულების შემდეგ ჩემს სოფელში ქართულის მასწავლებლად ვაპირებ დაბრუნებას", – ამბობს მოვლუდ მეხრაბოვი.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სამცხე–ჯავახეთის, ქვემო–ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში არსებული პრობლემების  მოსაგვარებლად სახელმწიფო, ძირითადად, ორ პროგრამას ახორციელებს. 

"ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" - ეს პროგრამები 2016 წლიდან , ქვეყნის მასშტაბით 197 სკოლაში ხორციელდება. თუმცა ის წარსულში განხორციელებულ პროგრამებს აერთიანებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი, თამარ კეკელიძე განმარტავს, რომ პროგრამის ერთ–ერთი მიმართულება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის ქართული ენის გრძელვადიანი კურსის შეთავაზებაა.

"ამ ეტაპისთვის ა–ერთი, ა–ორი, ბ–ერთი დონის მსმენელები გვყავს. ხოლო, პროგრამის მეორე მიმართულების ფარგლებში, ადგილობრივ მასწავლებლების მათ მშობლიურ ენაზე საგნობრივ ტრენინგებს ვთავაზობთ ", – ამბობს თამარ კეკელიძე.

მისივე განმარტებით, არაქართულენოვანი სკოლების საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად სამიზნე ჯგუფებში მასწავლებელთა 3 ჯგუფი იგზავნება. ესენი არიან, კვალიფიციური კონსულტანტ–მასწავლებლები, ქართულენოვანი დამხმარე მასწავლებლები (ქართულის, ისტორიის და გეოგრაფიის მიმართულებით) და ორენოვანი დამხმარე მასწავლებლები ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრული ნებისმიერი საგნის მიმართულებით.

კეკელიძის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ორენოვანი დამხმარე 28 მასწავლებელი, ქართულენოვანი –136 და 114 კონსულტანტ–მასწავლებელი ჰყავთ.

"ორენოვან დამხმარე მასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები მოიაზრებიან, რომლებმაც ქართულ ენაში მოსამზადებელი საგანმანთლებლო პროგრამის საფუძველზე საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩააბარეს, შემდეგ 1 წელი ქართული ენა ისწავლეს და საჭირო კრედიტების მოპოვების შემდეგ ბაკალავრიატის საფეხურზე გააგრძელეს", - ამბობს თამარ კეკელიძე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ 7 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 5 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტია.
თუმცა ის  წარსულში განხორციელებულ პროგრამებს აერთიანებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.