შოკისმომგვრელ პროგნოზს ავრცელებს კლიმატოლოგი კემბრიჯიდან.
მისი ინფორმაციით, ჩრდილოეთ პოლუსზე ერთი წლის შემდეგ ყინული არ
იქნება.
სხვა მეცნიერები ამ სცენარს რეალურად მიიჩნევენ. თუმცა, შესაძლებელია
მის ასრულებას უფრო ხანგრძლივ დროს აკუთვნებენ, წერს
La Stampa.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, პიტერ ბოდჰემსი მრავალი წლის
მანძილზე იკვლევდა არქტიკი სკლიმატურ ცვლილებებს. იგი განუწყვეტლივ
აგზავნიდა განგაშის სიგნალებს პოლარული ყინულის სწრაფი დნობის გამო,
მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა.
მეცნიერმა, რომელიც National Snow and Ice Data
Centre მონაცემებს იკვლევდა, შეამჩნია, რომ ყინულის ზედაპირი
არქტიკაში შემცირდა 11,1 მილიონი კვადრატული კილომეტრით. მოკლე დროში
გაქრა ისეთი სიდიდის ყინული, რომელიც იტალიის მოედნის მოცულობის
ტერიტორიას იკავებს. ეს ერთ რამეს ნიშნავს, რომ კატასტროფა
ახლოსაა.
პროფესორმა ბოდჰემსმა 40 პოლარული ექსპედიცია მოაწყო და ექსპედიციების
კვლევები შეადარა National Snow and Ice Data Centre -ის
მონაცემებს. კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი შესაძლებელია
სრულიად გათავისუფლდეს ყინულიდან. ეს მოვლენა ბოლოს 100 ათასი წლის
წინ მოხდა.
სხვა მეცნიერები, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს იკვლევენ უფრო ფრთხილ
პოზიციას იკავებენ. თუმცა, იზიარებენ ბოდჰემსის შეშფოთებას. პიტერ
გლეიკი Pacific Institute -დან თვლის, რომ მოვლენები მართლაც ისე
განვითარდება, როგორც ამას ბოდჰემსი ამტკიცებს, თუმცა სრული დადნობა
2030-2050 წლებისთვის მოხდება. გლეიკი ამბობს: "ჩვენ თითქოს
აღმოვჩნდით გაგიჟებულ მატარებელზე, სადაც მეცნიერები განუწყვეტლივ
განგაშის საყვირში ბერავენ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები მთავარ
საქვაბეში საწვავს უმატებენ".
La
Stampa
მასალის გამოყენების პირობები