განათლება
ლიტერატურა საზღვრების გარეშე - გიორგი კეკელიძის ლექცია ქუთაისში
FaceBook
"ლიტერატურას თუ საზღვრები დაუწესდა, ის ლიტერატურა აღარ იქნება“.
ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალ გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართა.

ლექციის თემას "ლიტერატურა, ცხოვრება და საზოგადოება" წარმოადგენდა.

გიორგი კეკელძემ ლექცია ლიტერატურის ისტორიაში ერთგვარი ექსკურსით დაიწყო. შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ  ლიტერატურისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ეპოქაში ძალიან განსხვავდებოდა და ამავდროულად, ძალიან გავდა ერთმანეთს.

თავდაპირველად "ტექსტებს არ აღიქვმდნენ ლიტერატურად. ტექსტი იყო მაგიური მოცემულობა, რომელიც განსაზღვრავდა ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, რაც არის მთავარი ხაზი კაცობრიობის ისტორიისა: ადამიანის მიერ ღმერთის პოვნა, შემდეგ ისევ დაკარგვა, უარყოფა და ისევ პოვნა და ა.შ."- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

ძიების, პოვნისა და დაკარგვის ეს პროცესები სხვადასხვა ტექსტებით აისახებოდა სხვადასხვა ფორმატში - ზეპირი ისტორიებიდან დაწყებული ელექტრონული წიგნებით დასრულებული. ეს სახეცვლა ტექსტის შინაარს არ ცვლიდა და ლიტერატურისადმი ინტერესს არ ანელებდა, მიუხედავად მრავალი პირქუში წინასწარმეტყველებისა ლიტერატურისა და წიგნის კვდომაზე.

გიორგი კეკელიძემ ლიტერატურა განიხილა როგორც მოცემულობა საზღვრების გარეშე.

"ლიტერატურას თუ საზღვრები დაუწესდა ის ლიტერატურა აღარ იქნება", - აღნიშნა კეკელიძემ.

მწერალმა მიუთითა ლიტერატურის როლზე, რომელიც ნაკლებად გულისხმობს დიდაქტიკას. წიგნის ფუნქცია სიამოვნების მინიჭება, საკუთარი თავიდან გასვლა, სხვა და სხვანაირ  ადამიანებზე ფიქრია აღინიშნა მან. 

"ხშირად გვეუბნებიან ლიტერატურულ გმირებზე, რომ ისინი მისაბაძნი არიან, თუმცა ამ გმირთა უმეტესობა სოციალურად არაადეკვატურია. ლიტერატურა არის არაადეკვატური მოქმედებების ველი. როგორც წესი, სოციალურ წესრიგს გმირები არ ემორჩილებიან," -  ამბობს გიორგი კეკელიძე.

მწრალმა მიმოიხილა მე -20 საუკუნის ლიტერატურული მიმდინარეობები, რომელთა წიაღში ბევრი შედევრი იშვა.  განიხილა პოსტმოდერნიზმი, რომელიც განსხვავებულ  თამაშის წესებს ამკვიდრებს. იგი სხვა სიახლეებთან ერთად, გზას უხსნის მასობრიობას, "ორი ბატონის მსახურებას" ერთდროულად ხარისხისა და მასობრივი პოპულარობის დევნას.  თამაშის ეს წესები ამ დრომდე ძალაში რჩება, მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს პოსტმოდერნიზმი დასრულდა.

შეხვედრის ბოლოს აღინიშნა იმ "შეპყრობილობაზე", რასაც ლიტერატურა აჩენს მკითხველში (თუ ავტორიში).

"ადამიანი ბუნებით კომფორმისტია და ეძებს სიმშვიდეს. თუმცა, იგი მოუსვენარიც არის და ყოველთვის ცდილობს შეაღოს ის კარი, რაც აკრძალულია და შეისწავლოს ის ოთახი, რომელში შესვლასაც უშლიან. სწორედ, ეს ვნება განსაზღვრავს პროგრესს", -აღნიშნა კეკელიძემ.

ლექციის ბოლოს მწერალმა სტუდენტების კითვებს უპასუხა.

ლექციას ორგანიზება წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობამ გაუწია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.