განათლება
ერთნაირი სწავლება და განსხვავებული გადასახადი ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის
FaceBook
წერეთლის უნივერსიტეტში ცოდნის შეძენა უცხოელ სტუდენტებს რამდენიმე ათასი ლარით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ქართველებს.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართველ სტუდენტებთან ერთად, უმაღლეს განათლებას უცხოელი სტუდენტებიც ეუფლებიან. უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი ორივე კონტიგენტის სტუდენტებისთვის ერთნაირია. თუმცა, უცხოელებს, წერეთლის უნივერსიტეტში ცოდნის შეძენა რამდენიმე ათასი ლარით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ქართველებს.

მიმდინარე წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს ქართველ სტუდენტებთან ერთად უცხოელი მსმენელიბიც ჰყავს, ძირითადად, ნიგერიელი და ერაყელი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტებული ინგლისურენოვანი პროგრამის ფარგლებში სწავლობენ.

ინგლისურენოვანი პროგრამის სამკურნალო საქმე ერთ საფეხურიანია. რაც იმას ნიშნავს რომ, 6 წლის განმავლობაში სტუდენტებმა უნდა აითვისონ 360 კრედიტი.
360 კრედიტის ათვისებისთვის მედიცინის ფაკულტეტის ქართველ სტუდენტებს ყოველწლიურად 2250 ლარს გადახდა უწევთ. შესაბამისად, ექვსი წლის განმავლობაში ისინი 15 300 ლარს გადაიხდიან.

როგორც გაირკვა, ქართველი სტუდენტებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტის გადახდა უწევთ ნიგერიელ და ერაყელ სტუდენტებს.

"ქუთაისიპოსტთან" საუბარში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთ-ერთმა უცხოელმა სტუდენტმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სწავლისთვის ყოველწლიურად 4 500 აშშ დოლარს იხდის. იმისთვის, რომ 6 წლის შემდეგ დიპლომირებული მედიკოსი გახდეს, მას 27 000 დოლარის გადახდა მოუწევს.

"ქუთაისიპოსტის" რესპოდენტი უცხოელი სტუდენტი ამბობს, რომ უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი არ აკმაყოფილებს, რადგან მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიის არარსებობის გამო, პრაქტიკულ ცოდნას ვერ იღებენ.

წერეთლის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე უცხოელი სტუდენტების სწავლების თანხის საფასურზე ინფორმაციას ადმინისტრაციაში არ ასაჯაროებენ და აცხადბენ, რომ ინფორმაცია სწავლების გადასახის შესახებ საჯარო არაა.

"ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც დადებული გვაქვს "პროვაიდერთან", ითვალისწინებს ამ საკითხის კონფიდენციალურობას,"- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა სამსახურის აკადემიური გაცვლის სექტორის ხელმძღვანელმა, გაგა გოგიამ.

რაც შეეხება სწავლების ხარისხს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, უცხოელ სტუდენტებს ისევე, როგორც ქართველ სტუდენტებს 90%-ით მსგავსი სასწავლო პროგრამა აქვთ.

"პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ, ისინი არიან დიპლომირებული მედიკოსები. კურსდამთავრებულს აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურაში. ამ ეტაპის დასრულებამდე მას არ აქვს დამოუკიდებელი სამედიცინო მოღვაწეობის უფლება. რაც შეეხება სწავლის შედეგს ქართველი და უცხოელიი სტუდენტებისთვის, რომლებიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობენ კვალიფიკაცია და ხარისხი ერთნაირი არის," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა, ირინე ფხაკაძემ.

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე უცხოელი სტუდენტები 2012 წლიდან სწავლობენ. დეკანატის ინფორმაციით, 2012 წლიდან ამ დრომდე მედიცინის ფაკულტეტზე 150-მდე ნიგერიელი და ერაყელი სტუდენტი ირიცხება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.