განათლება
"რა შევძელი და მივიღე ევროპაში 6 თვიანი განათლებით" - სტუდენტის გზა ტალინიდან ქუთაისში
FaceBook
„სასწავლებელში წასვლა მიხაროდა“, - პირველი ეს ემოცია აქვს ქუთაისელ სტუდენტ დაჩი კობახიძეს, ევროპაში სტუდენტური ცხოვრების შესახებ საუბრის დაწყებისას.

დაჩი ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. გვიყვება, რომ ბავშვობაში ვერც კი წარმოიდგენდა, თუკი ევროპის ერთ-ერთ წამყვან სასწავალებელში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერისტეტში მოხვდებოდა.


„სკოლის პერიოდში ვერც კი წარმომედგინა თუკი უცხოეთში, რომელიმე სასწავლებში ვისწავლიდი“, - აღნიშნავს ქუთაისელი სტუდენტი.

დაჩი ტალინის სასწავლებელში ერაზმუს + მობილობის პროგრამით მოხვდა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად კონკურსი ქუთაისის უნივერსიტეტმა გამოაცხადა. გაიმარჯვა და ევროპის უმაღლეს სასწაველებში 2023 წელს გაემგზავრა. მან ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 6 თვე ისწავლა. ამბობს, რომ ევროპაში სწავლა სახალისო, საინტერესო და ადამიანურ ურთიერთობაზე არის აგებული. დაჩის თქმით, ევროპაში მიღებული განათლება ძალიან ღირებული და სასარგებლო აღმოჩნდა მისთვის. ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ, მან სტუდენტური კლუბი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე სასწავლებლის სტუდენტს აერთიანებს.

„ამ ყველაფერის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებთან, როგორიცაა ბარსელონის , ესტონეთის და პორტუგალიის უნივერსიტეტი“, - განმარტავს სტუდენტი.

ამბობს, რომ ევროპაში 6 თვეში მიღებული გამოცდილება, ახლი უნარები, საკუთარ თავთან მუშაობა, სამომავლოდ პრიორიტეტების ეფქტურად განსაზღვრაში მეტად დაეხმარება.
“იქ ყოფნით დავასკვენი, რომ [ევროპაში] ზრუნავენ ადამიანებზე და მათ კეთილდღეობაზე. ევროპული განათლება ნიშნავს, განვითარდე ბევრი მიმართულებით”, - აბობს დაჩი კობახიძე.



ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 102 წლისაა და ის მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 2.5%-ს შორისაა.

გარდა იმისა, რომ “ტალტეკი” ტექნოლოგიური და ინჟინრული გადაწყვეტითაა ცნობილი (მათ შორის, 5G ინტერნეტითა და უპილოტო ავტომობილებით), თანამშრომლობს 500 უნივერსიტეტთან, აერთიანებს 10 300 სტუდენტსა და 1800-ზე მეტ თანამშრომელს და 1700-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს, 100 ქვეყნიდან.

International Student Barometer (ISB)-ის ბოლო მონაცემებით, “ტალტეკს”, სტუდენტების შეფასებით, ევროპის 48 უნივერსიტეტს შორის, ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი აქვს – კურსდამთავრებულთა 82% ამბობს, რომ “ტალტეკს” სხვებსაც ურჩევდა – ევროპის სხვა უნივერსიტეტებში ეს ნიშნული 78-79%-ია.



"ტალტეკს” აქვს გამორჩეული დიზაინისა და ეკიპირების კამპუსი და ბიბლიოთეკა.

ერთ კამპუსში გაერთიანებულია სამეცნიერო პარკი, 150 მაღალტექნოლოგიური კომპანიით, სტარტაპ ინკუბატორი, სტარტაპის პრე-ინკუბატორის პროგრამა, ტარდება სტარტაპ-კონკურსები, კვლევები, სტაჟირება. აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს Microsoft-თან, Google-თან, IBM-თან, Samsung-თან და სხვა გლობალურ ბრენდებთან. ტექნოლოგიური მიმართულების გარდა, “ტალტეკში” ესტონეთის უდიდესი ბიზნეს სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც ერთ სივრცეში ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებს აერთიანებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.