ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის საერთაშორისო
მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა.
ის კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობდა, სადაც გამარჯვება
მოიპოვა.
“გავხდი ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი
პრემიის მფლობელი, რამაც ძალიან გამახარა. ისევ და ისევ, როგორც
ყოველთვის, ვმონაწილეობდი საქართველოს სახელით. მექნება
მასტერ-კლასები და სხვადასხვა შემოთავაზებები კონკურსიდან, რაც იმას
ნიშნავს, რომ წინ ძალიან დატვირთული ზაფხული მელოდება“,- ამბობს
გვანცა.
გვანცა ბუცხრიკიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლონგ-აილენდის
კონსერვატორიაში სწავლობს. ის არაერთი საერთაშორისო კონკურსის
გამარჯვებულია.
მასალის გამოყენების პირობები