ქუთაისელი ანა სალდაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის
გამარჯვებული გახდა.
ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისთვის შერჩეულ სკოლაში, მე-12
კლასში ისწავლის.
ანა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მისი
დამრიგებელი ქეთევან ფირცხალავაა.
FLEX-ი უკვე 29-ე წელია, ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას
აძლევს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში,
გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ
კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა
ღონისძიებაში მონაწილეობის გზით.
მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს,
ადმინისტრირებას კი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
უწევს.
მასალის გამოყენების პირობები