განათლება
სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ეროვნული გამოცდების გარეშეც იქნება შესაძლებელი
FaceBook
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო წერეთლის ინფორმაციით, 1-წლიან სამაგისტრო პროგრამებზე ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება იქნება შესაძლებელი, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, რომ გრანტი მოიპოვოს, ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს.
ნინო წერეთელმა აღნიშნა, რომ რიგ მიმართულებზე ბაკალავრიატის 3-წლიანი და სამაგისტრო 1 წლიანი პროგრამები, სავარაუდოდ, ძალაში 2025 წლიდან შევა.

''მოქმედი კანონმდებლობით უკვე გვაქვს 3-წლიანი პროგრამები, ოღონდ, ეს ეხებოდა მხოლოდ იმ პროგრამებს, რომელიც უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად არის შექმნილი. ასევე, სახელოვნებო მიმართულებით იყო. ეს კანონით დაშვებულია დღემდე. ყველა ის პროგრამა, რომელიც ამ ნიშნით არის აკრედიტებული ასახულია.

ის სიახლეები, რაც გაჟღერდა, 3-წლიანი ბაკალავრიატი იქნება ბიზნეს ადმინისტრირებაზე და შემდეგ ვნახოთ, რას მოგვიტანს შემდგომი განხილვები. პირველ რიგში საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ამის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა ამ მიმართულებით განაცხადები გააკეთონ აკრედიტაციის მისაღებად. მე ვფიქრობ, წელს ეს აღარ მოხდება. ეს იქნება სიახლე 2025 წლის გამოცდებისთვის, რომელიც იმ ფორმატში ჩატარდება, როგორც წელს,''-აღნიშნა ნინო წერეთლმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.