I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის
რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები ცნობილია.
მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 13 მარტის ჩათვლით
შეძლებენ, ხოლო გამოცდები 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით
ჩატარდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება პირს
იმ შემთხვევაში აქვს, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება
ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და
დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
"ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან
არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი
განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ
დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს, შემდეგი წესის
დაცვით: თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების
მიღება, სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს იმ რესურსცენტრში,
რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა და
მეორე, თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს
ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად",- განმარტავენ
განათლების სამინისტროში.
გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი
აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ნახეთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები