უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში სასწავლო პროცესი დღეს, 18
სექტემბერს, განახლდა.
ახალი სასაწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს ქუთაისის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
წელს, წერეთლის უნივერსიტეტში 2 122 სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან 13
სრული დაფინანსებით ისწავლის; 70%-იანი გრანტი 34-მა პირველკურსელმა
მოიპოვა, 50%-იანი დაფინანსება კი - 128 სტუდენტმა.
,,სტუდენტობის პირველი დღე გამორჩეული და ემოციურია ჩემთვის.
კურსელები გავიცანი, ბევრს ვიცნობდი კიდეც. გარემო მომწონს, მაგრამ
ცოტა დაბნეული ვარ. ძალიან მოტივირებული და მიზანმიმართული ვარ, რომ
წარმატებული სტუდენტი ვიყო",- ამბობს წერეთლის
უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პირველი
კურსის სტუდენტი მათე ჩაჩხიანი.
წერეთლის უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამებზე, ჯამში 9 000
სტუდენტზე მეტი სწავლობს.
2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი
გახდა.
მასალის გამოყენების პირობები