საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისშიც. ქალაქის სკოლებში წელს 2
600-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ჯამში კი ქუთაისის 38-ივე საჯარო სკოლაში 33 500-მდე მოსწავლე
სწავლობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის
მასშტაბით 2 085 საჯარო სკოლაა გახსნილი.
უწყების ცნობითვე, წელს, პირველად დაირეკა ზარი 55 000-ზე მეტი
პირველკლასელისთვის, აქედან 48 ათასი პირველკლასელი საჯარო სკოლებშია
დარეგისტირებული, დაახლოებით შვიდი ათასი კი – კერძო სკოლებში.
მასალის გამოყენების პირობები