ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელობის უნივერსიტეტში წელს 2 122 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლის
მონაცემთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წელს წერეთლის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებბზე 1918-მა
აბიტურიენტმა ჩააბარა.
ჩარიცხული 2122 სტუდენტიდან 100%-იანი გრანტი 13-მა მათგანმა მიიღო,
70%-იანი დაფინანსება 34-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო 50%-იანი გრანტით
-128 ადამიანი ჩაირიცხა.
,,წელს ადგილები თითქმის სრულად შეივსო, მხოლოდ 100 ადგილი დაგვრჩა.
მაღალი მიღება გვაქვს და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ
შემდეგი საბაკალავრო პროგრამები: სამართალი, ინგლისური, საჯარო
მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა, პედაგოგიური,
ქართული ფილოლოგია და ისტორია,’’ - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის
რექტორი შალვა კირთაძე.
სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.
პირველკურსელთა რეგისტრაცია 7 სექტემბრიდან დაიწყება და 27 სექტემბრის
ჩათვლით გაგრძელდება.
სამაგისტრო გამოცდები კი 22 და 23 სექტემბერს არის ჩანიშნული.
საბუთების მიღება 11 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით
იწარმოებს.
წერეთლის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში 9000 სტუდენტზე
მეტი სწავლობს.
2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი
გახდა.
მასალის გამოყენების პირობები