2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად, 34 843 აბიტურიენტი გახდა
სტუდენტი.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
ცენტრი ავრცელებს.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, დღეს დილით,
გამოქვეყნდა.
შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს
ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი
ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი
უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის
გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ
სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება)
ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მასალის გამოყენების პირობები