აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის ირანისტიკის სპეციალობის სტუდენტები, მამუკა ქარქაშაძე და
თეონა კალანდაძე საზღვარგარეთ უფასოდ ისწავლიან.
ისინი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრებიან და სტუდენტურ
სასწავლო-შემეცნებით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამა, რომელსაც "საადის ფონდი" სრულად აფინანსებს, მოიცავს როგორც
სასწავლო კურსებს, ისე ექსკურსიებს თეირანში, ისპაჰანსა და
შირაზში.
აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის
სამსახური პირველკურსელებს, რომლებიც ირანისტიკის პროგრამას ირჩევენ,
1 წლის სწავლის საფასურს უფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები