ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება პირველი
აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის
განცხადებით, ხვალ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები
გამოქვეყნდება.
მისი თქმით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს
ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი
ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
"ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება
სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ
ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ
როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი",- განმარტა
სოფიო გორგოძემ.
მისივე თქმით, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების
მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების
გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები