დღეს და ხვალ (27-28 ივლისს) მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო
სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებენ.
პროცესის მიმდინარეობას ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აკვირდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდა.
გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმაც.
გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის
მსურველთა გამოცდებიც.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ
რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე 94 %-მდე გამოსაცდელი
მივიდა.
შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან ეტაპობრივად
დაიწყება.
წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს –
საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში,
ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში,
ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრები 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს –
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს,
მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის
ამაღლების მსურველებს მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები