ქუთაისელმა მოსწავლეებმა მარიამ ჯუღელმა და ლევან ლევიძემ კემბრიჯის
(FCE) ინგლისური ენის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
მათ საერთაშორისოდ აღიარებული C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები
მიიღეს.
მარიამი და ლევანი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-11 და მე-9
კლასის მოსწავლეები არიან.
კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების გამოცდები საყოველთაოდ ცნობილია
და აღიარებულია სკოლების, უნივერსიტეტების, კერძო და სახელმწიფო
სექტორში მომუშავე დამქირავებლების მიერ, მთელ ინგლისურენოვან
სამყაროში.
მასალის გამოყენების პირობები