2023 წლის საგამოცდო პროცესში დღეიდან საგრანტო კონკურსის მსურველები
ჩაერთვნენ.
ამასთან, დღეს აბიტურიენტები გამოცდებს უცხო ენებში
აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს,
რომ დაგვიანებულები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით
დამთავრდება.
27-28 ივლისს კი მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო
გამოცდას ჩააბარებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი
ფუნქციონირებს – საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში,
ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში,
რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრები 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს –
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს,
მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის
ამაღლების მსურველებს მიიღებენ.
.
მასალის გამოყენების პირობები