შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი
ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით
დაიწყება, 26 ივლისს კი, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე
დარეგისტრირებულები კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან
ჩაერთვებიან.
ამასთან, 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი,
მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28
ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების დეტალური განრიგი იხილეთ
აქ.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა რეკორდული
რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა
გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე
მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის
მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია – 3 600-ზე
მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია
– 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა;
ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება – 2
000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი
300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს,
რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა
აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ.
კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
2023 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრი
გაიხსნება. ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში,
ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში
იფუნქციონირებს. წელს, პირველად, საგამოცდო ცენტრი გაიხსნება
ამბროლაურშიც.
მასალის გამოყენების პირობები