ქუთაისელმა ელენე იდაძემ „საერთაშორისო საჯარო საუბრის“ კონკურსში
გაიმარჯვა.
მისმა მოხსენებამ ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ის
კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები ონლაინ პლატფორმაზე
სხვადასხვა საკითხზე მოხსენებებს აქვეყნებდნენ და თავიანთი წვლილი
შექონდათ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაში.
კონკურსის მიზანი მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა, მათი
მოსაზრებების საჯაროდ გამოქვეყნება და გაზიარება იყო.
ელენე ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმის მე–11 კლასის
მოსწავლეა.
მასალის გამოყენების პირობები