სამტრედიელი გურამ შენგელია სწავლას, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით,
American University in Bulgaria-ში გააგრძელებს.
„ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტისგან მოწვევა მივიღე, 11 500 ევროს
ოდენობის დაფინანსებით. უამრავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას,
რომლებმაც მთელი ეს გზა, რისი გავლაც აქამდე მომიწია, მაქსიმალურად
გამიმარტივეს და პიროვნულ თუ აკადემიურ წინსვლაში დიდი წვლილი
შეიტანეს. მადლობა მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს, ოჯახის
წევრებს, თითოეულ კორდინატორს და ა.შ. თქვენი დახმარება არასდროს
დამავიწყდება“,- ამბობს გურამ შენგელია.
17 წლის ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500
000-მდე სტიპენდიის შეთავაზება სულ 7 უნივერსიტეტისგან (Webster
University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American
University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky,
Concord University, Albion college) მიიღო.
გურამი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის
მე-12 კლასის მოსწავლეა.
მასალის გამოყენების პირობები