საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი
ამილახვარის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024
სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები,
რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი
გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში
დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის
გადახედვას.
„6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების
თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ოქტომბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან
დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის
მიზნით.
ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტის მიღებით, ბავშვის მზაობისა და მისი
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების
მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ
გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან
დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად“,- განმარტა გიორგი
ამილახვარმა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები